კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ თერჯოლაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა

13 იანვარი, 2004

პოლიციამ თერჯოლაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა


11 იანვარს პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რომელიც გამართული იყო ეგრეთ წოდებული "კანონიერი ქურდის" ზაზა ამბროლაძის დაპატიმრებას საპროტესტოდ.

11 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭიშურასთან რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი. აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებული "კანონიერი ქურდის" ზაზა ამბროლაძის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.

პოლიციის მხრიდან რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გზის გახსნაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა აქცია დაშალეს, რისთვისაც ძალა გამოიყენეს, კერძოდ, ხელკეტები. დემონსტრაციის რამოდენიმე მონაწილე დააკავეს, რომელთა შორისაც ოთხი ქურდობისა და ყაჩაღობისათვის რამდენჯერმე არის ნასამართლევი.

პოლიციის ვარაუდით, აქციის ორგანიზატორი იყო ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ–ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი აფციაური, რომელიც დირექტივებს ახლო მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონის საშუალებით იძლეოდა.

ახალი ამბები