კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური მკვლელობა ბათუმში

20 იანვარი, 2004

პოლიტიკური მკვლელობა ბათუმში

გუშინ ბათუმის ცენტრში მოკლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ინაიშვილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით განხორციელდა პროფესიონალის მიერ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენლის კობა ხაბაზის განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკურია და ინაიშვილი ასლან აბაშიძის რეჟიმის მიერაა მოკლული. მას არ აპატიეს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ აშკარა სიმპატიები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით  მკვლელობის მოტივი კრიმინალია და მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედოს.

დღესვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში გვიან ღამით დააკავეს ნაციონალური მოძრაობის წევრები ნემო ანანიძე და ვაჟა კახიძე. ისინი ქუჩაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ყოველგვარი ბრალდების გარეშე დააკავეს.

წინასწარი მონაცემებით დაპატიმრებული ბათუმში შსს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ახალი ამბები