კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ

23 იანვარი, 2004

პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ

გუშინ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა „ეროვნული თანხმობის კომისიის“ შუამდგომლობა და სოსო თორიასა და ვეფხია დურგლიშვილს პატიმრობა პირადი თავდებობით შეუცვალა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ 1998 წლის 9 თებრვალს პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის ორგანიზება.

სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე წელი გრძელდებოდა. პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ კი გაჩნდა იმედი, რომ ექს-პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებს პატიმრობიდან გაანთავისუფლებდნენ. თორიას და დურგლიშვილის განთავისუფლების შუამდგომლობით კი უზენაესს სასამართლოს თვით სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და მისი მოადგილე გურამ აბსანძეც მიმართავდნენ.

ორივე ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაანთავისუფლა.

ახალი ამბები