კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში გარე-მოვაჭრეები დაარბიეს

30 იანვარი, 2004

თბილისში გარე-მოვაჭრეები დაარბიეს 
 

28 იანვარს, თბილისში, წერეთლის გამზირზე გარე მოვაჭრეებმა მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ისინი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც ამა წლის 1 თებერვლიდან იკრძალება გარე ვაჭრობა. მერიამ მოვაჭრეებს ბაზრობებზე გადანაცვლება შესთავა, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
 
აქცია დარბეული იქნა პოლიციის სპეციალური რაზმის მიერ. რაზმის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის მიერ პირადად იქნა ნაცემი აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი. სამი ადამიანი დაშავებულია და ამჟამად მკურნალობენ. პოლიციის მიერ დაკავებულია სამი ადამიანი, რომელთან ბრალი ედებათ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევაში.
 
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დაგმო პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ადამიანის უფლებების დარღვევები, რამაც უკანასკნელ ხანებში საგანგაშო და სისტემატიური ხასიათი შეიძინა.
 
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 11 იანვარს პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია თერჯოლის რაიონის სოფელ ჭიშურასთან, რომელიც გამართული იყო ეგრეთ წოდებული "კანონიერი ქურდის" ზაზა ამბროლაძის დაპატიმრებას საპროტესტოდ.

აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელკეტების გამოყენებით. დემონსტრაციის რამოდენიმე მონაწილე დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.

11 იანვარს რუსთავში ე. წ. „კანონიერი ქურდის“ კობა შემაზაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს პოლიციელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტარტები დაარბია და აქციის რამდენიმე მონაწილე დააპატიმრა, მათ შორის დააკავეს სრულიად შემთხვევით აქციის ადგილზე მოხვედრილი ადამიანებიც. სასტიკად იქნა ნაცემი შემთხვევითი გამვლელი გ. ჩ. რომელსაც მოგვიანებით ტვინის შერყევა დაუდგინეს


ახალი ამბები