კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ჟვანია „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ

3 თებერვალი, 2004

ზურაბ ჟვანია „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ

სახელმწიფო მინისტრი პრესის წამომადგენლებს ედავება და სიმართლის დასადგენად სასამართლოს მიმართავს.

ზურაბ ჟვანიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, სადაც აღნიშნავს, რომ „თავისუფალ გაზეთში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება სიმართლეს.

ჟვანია აცხადებს, რომ გაზეთის ცილისმწამებლური განცხადებებით შეილახა მისი მისი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და მოითხოვს, რომ გაზეთმა ან დაამტკიცოს გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე ან უარყოს მისი ღირსებისა და პატივის შემლახავი ცნობები; გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრი მოითხოვს რამოდენიმე ათასი ლარის გადახდასაც მორალური ზიანის სახით.

„თავისუფალმა გაზეთმა“ ჟვანია ფეხბურთის ფედერაციის, რკინიგზის დეპარტამენტისა და „მადნეულის“ ლობირებაში დაადანაშაულა.

ახალი ამბები