ჩეჩენი მოქალაქეები გაათავისუფლეს
09.02.2004
ჩეჩენი მოქალაქეები გაათავისუფლეს
პარასკევს, 6 თებერვალს საოლქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა ჩეჩენი ეროვნების სამი მოქალაქე, რომელთა გადაცემასაც რუსეთი ქართული მხარისგან უპირობოდ მოითხოვდა. ისინი ქართულმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისათვის დააკავეს.
სამი ჩეჩნის ექსტრადიციის საკითხი გასული წლის ყველაზე ხმაურიან პროცესთა სიაში შევიდა. მათი ექსტრადიციის საკითხი თითქმის ერთი წლის განმავლობაში, იხილებოდა ხან რაიონულ, ხანაც უზენაეს სასამართლოში. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ჩეჩენ „ტერორისტთა“ რუსეთში ექსტრადიციაზე უარი თქვა. სამივე ჩეჩენი საოლქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო იმ ბრალდებებში, რომლებიც მათ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წაუყენა.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას