კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შოთა ჭიჭიაშვილის პროცესი დაიწყო

12 თებერვალი, 2004


შოთა ჭიჭიაშვილის პროცესი დაიწყო

მძიმე  დანაშაულებში ეჭვმიტანილი, რუსეთიდან ერთი  თვის წინ  ექსტრადირებული შოთა ჭიჭიაშვილის სასამართლო პროცესი საოლქო სასამართლოში 20 თებერვალს დაიწყება. როგორც ჭიჭიაშვილმა განაცხადა, სამართალდმცველები მას ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევენ ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების  მიზეზით.

გუშინ საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია  მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილის მრავალეპიზოდიანი საქმის განხილვას შეუდგა, თუმცა პროცესი არ შედგა სწორედ იმის გამო, რომ მას ადვოკატი არ ჰყავდა. ჭიჭიაშვილი ბრალდებულია ადამიანის გატაცებაში, მუქარაში, სატრანსპორტო საშუალების გატაცებაში, ყაჩაღობასა და გამოძალვაში, იარაღის, საბრძოლო მასალის ტარება - შენახვა - გადაზიდვა - გადაგზავნაში.

მევლუდ ჭიჭიაშვილი ექვსი წლის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. 1998 წელს მას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიქანაძემ ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებათა გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჭიჭიაშვილმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი და ჭიჭიაშვილის საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა. საქმე მოსამართლე ოთარ ბარათაშვილმა განიხილა. მოსამართლე ბარათაშვილმა საქმე ძიებაში დააბრუნა. მევლუდ ჭიჭიაშვილს პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით (გაუსვლელობის ხელწერილით) შეუცვალა და დარბაზიდან გაანთავისუფლა.

საქალაქო სასამართლოს ვერდიქტის გამო ბრალმდებელმა უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა და ჭიჭიაშვილის დაპატიმრება მოითხოვა, რაც უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა და ჭიჭიაშვილის დაპატომრების ბრძანება გაიცა, თუმცა სამართალდამცველებმა მის კვალს ვეღარ მიაგნეს. 1998 წელს საქალაქო სასამართლოს შენობიდან  გამოსული ჭიჭიაშვილის კვალს სამართალდამცველებმა ექვსი წლის შემდეგ მიაკვლიეს.

ახალი ამბები