კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო დებატები აფხაზეთში

13 თებერვალი, 2004

საპარლამენტო დებატები აფხაზეთში

ფაქტიურად აფხაზეთში სტარტი აიღო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიამ. ამიტომ იანვრის ბოლოს სოხუმში გაიმართა საპარლამენტო დებატები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კრიზისთან დაკავშირებით, რამაც პრაქტიკულად რესპუბლიკაში მთავრობის ეფექტური მუშაობის პარალიზება გამოიწვია. ამის მიზეზი გახდა აზრთა სხვადასხვაობა, რაც გამოიწვია პრეზიდენტის ბრძანებულებამ სახელმწიფო კომპანია „აფხაზლესის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე ტყის სახელმწიფო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა გაიფიცა გულრიფშის რაიონის რაიონული საკრებულოს ყველა  (11) წევრი, რომელთაც უნდობლობა გამოუცხადეს რაიონის ადმინისტრაციის უფროს თ. გოგიას. საკრებულოს წევრები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ მისი დანიშვნა ამ თანმდებობაზე „მოხდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით“.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „აიტარის“ პოლიტსაბჭომ მიმართა პრეზიდენტ ვ.გ. არძინბას თხოვნით, რომ კანონი საპრეზიდენტი არჩევნების შესახებ მოყვანილ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმებთან სრულ შესაბამისობაში, რათა ხალხს თავად შეეძლოს მომავალი ხელმძღვანელის არჩევა. „ჩვენს საზოგადოებაში არ იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა მანამ, სანამ ხელისუფლება თვითონ დანიშნავს საკუთარ თავს ხალხის სახელით“.

აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ვ.თარნავა გამოვიდა პრეზიდენტის გარემოცვის კრიტიკით და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობრივი ფაქტორი. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მიღებულ იქნას კანონი პარლამენტში არჩევისა და პრეზიდენტის არჩევის შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლა.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „ამცახარა“ პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო გამოვიდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის წინადადებით. მოძრაობის ლიდერმა, მ. ქიშმარიამ კი შესთავაზა ყველა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მიუხედავად მათ შორის არსებული უთანხმოებებისა, მიაღწიონ შეთანხმებას და წინ აღუდგნენ ბინძური ტექნოლოგიების და PR კომპანიის, ტყუილებისა და სხვადასხვა ხრიკების გამოყენებას, რომლებიც არასოდეს ყოფილა აფხაზი ხალხის ტრადიციებში.
ბატალ კობახიამ აღნიშნა: „როდესაც არჩევნები კარზეა მომდგარი აუცილებელია ვიმოქმედოთ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში“.

დისკუსიები დაასრულა მარინა ბარციცამ: „პარლამენტმა უნდა შეასრულოს მასტაბილიზირებელი როლი. ჩვენ უნდა დავიცვათ ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა. აუცილებელია შევქმნათ კარგი სამრთლებრივი საფუძველი
და ტრადიციები მომავალი პარლამენტის მუშაობისათვის. ხალხის ძალა მის ერთობაშია და თუმცა ჩვენ სხვადასხვა პარტიებში ვართ – ჩვენ ერთად ვართ, ერთნი ვართ. ამიტომ  გამოსავლის მოსაძებნად საჭიროა ვაწარმოოთ დიალოგი“.
საპარლამენტო დისკუსიებმა აჩვენა, რომ აფხაზი ხალხი მზად არის დემოკრატიული გარდაქმნებისათვის, კერძოდ კი სოციალურ–პოლიტიკური საკითხების არა ძალით, არამედ კონსტიტუციური გზით გადაწყვეტისათვის.

ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ თანდათანობით საზოგადოებაში იზრდება მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ეს იძლევა იმედს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული.


 

ახალი ამბები