კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში ოპოზიციაზე თავდასხმები გრძელდება

24 თებერვალი, 2004

აჭარაში ოპოზიციაზე თავდასხმები გრძელდება

გუშინ გვიან ღამით ხელმეორედ დაარბიეს მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისი. მოძრაობის ლიდერის თამაზ დიასამიძის განცხადებით, დაახლოებით ღამის სამ საათზე მათ ოფისს ორი ავტომანქანა მოუახლოვდა, იქიდან გადმოსულებმა მინებს ქვები დაუშენეს და ჩაამსხვრიეს, შემდეგ ოფისში შეიჭრნენ და განახლებული ინვენტარი დაამტვრიეს.

თავდასხმები გრძელდება ოპოზიციურ პარტიებზეც. გუშინწინ საეჭვო ვითარებაში ხანძარი გაუჩნდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ოფისს, მაშინ როდესაც მის ლიდერს ავთანდილ დარჩიას შეიარაღებული პირები სასტიკად სცემდნენ.

ავთანდილ დარჩია ამჟამად იმყოფება ბათუმის პირველ საავადმყოფოში. ავადმყოფს აღენიშნება მარჯვენა ზედა კიდურის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მიდამოში ჭრილობა და სახეზე მრავლობითი სისხლჩაქცევები. ავადმყოფი უჩივის თავისა და სხეულის ტკივილებს - „თუმცა, მისი ზოგადი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“ - აცხადებს მკურნალი ექიმი.

20 თებერვალს ოფისიდან გამოსული ავთნდილ დარჩია ტაქსში შეიტყუეს და ერთ-ერთი ხიდისაკენ წაიყვანეს, შემდეგ გადმოითრიეს და სასტიკად ცემეს. დარჩიას განცხადებით, ფეხების დამტვრევა უნდოდათ და რომ ვერ მოახერხეს, სახეში ურტყეს იარაღის ტარი. გასროლის შემდეგ მან გონება დაკარგა. „როცა გონს მოვედი, თოვლში ვეგდე“ - აცხადებს დარჩია. ყოველივე ეს ხდებოდა გიორგი აბაშიძის სახლის წინ, სადაც სადღეღამისო დაცვა დგას.

ახალი ამბები