კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ორი ბათუმელი დააკავეს

25 თებერვალი, 2004

თბილისში ორი ბათუმელი დააკავეს

გუშინ ვაკე-საბურთლოს რაიონული პოლიციის მიერ დაკავებულ ორ აჭარელ სტუდენტს იარაღის უკანონოდ ტარებისათვის წაუყენებენ ბრალს.

ორი დღის წინ თბილისში ჩამოსული ბათუმელი სტუდენტები, ჩახვაძე და მიქელაძე, რომლებიც ბათუმში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ესაუბრნენ, მოულოდნელად სასტუმრო აჭარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდნენ. აღორძინების თბილისის ორგანიზაციის პრეს სამსახურის უფროსის განცხადებით, ბათუმელი სტუდენტები სასტუმრო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უცნობმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ქალაქის პოლიციის სამმართველოში იყვნენ დაკავებულნი და ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონოდ ტარებისათვის.

დღეს „ჩვენი აჭარის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გიორგი აბაშიძემ - ბათუმის მერმა დაგმო მომხდარი და აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური უწოდა.

დღესვე თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში ჰამლეტ ჭიპაშვილმა გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც მან განაცხადა, რომ ჩახვაძის და მიქელაძის დაკავება უკანონოდ მოხდა, რადგან ჩხრეკისას იარაღი ვერ ამოიღეს

ახალი ამბები