22:41, Friday, 22.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

Human Rights Watch-ის მოკლე წერილი, 2004 წლის 24 თებერვალი

25.02.2004

რეფორმის დღის წესრიგი: ადამიანის უფლებათა პრიორიტეტები საქართველოში რევოლუციის შემდეგ

Human Rights Watch-ის მოკლე წერილი, 2004 წლის 24 თებერვალი

მოკლე შინაარსი

წამება და შესაბამისი პროცესი სისხლის სამართლის პროცედურაში
საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებები
არჩევნები
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
აჭარა
რელიგიური შეუწყნარებლობა
ციხეები
დევნილები, ლტოლვილები და ლტოლვილები მესხეთიდან
დანართი: შეშფოთების მიზეზები
ვაშაკიძის საქმე
ქუთაისის საქმე

2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, რამაც გამოიწვია ახალი მთავრობის ფორმირება და პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის არჩევა, საქართველოში ადამიანის უფლებებს რეალური პროგრესის შესაძლებლობა მიეცა, რაც უნდა გამოიყენოს ახალმა მთავრობამ და რეფორმის ძირითად საკითხად ადამინის უფლებების პატივისცემა უნდა მიიჩნიოს. ადამიანის უფლებებათა დარღვევებზე ყურადღების გამახვილების გარეშე შევარდნაძის ათწლიანი მმართველობის დროს მომხდარი დარღვევების საშიშროება შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

სააკაშვილი ხელისუფლებაში რეფორმის პირობით მოვიდა და მისი გუნდი ინტესიურად ფოკუსირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ცხოვრების დონის ამაღლებასა და ადამიანი უფლებების პატივისცემაზე. ამ მხრივ, ახალი მთავრობა სარგებლობს არა მარტო უდიდესი შიდა, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით, რაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ინტენსიურად შემოედინება.

ახალი მთავრობისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რისი პირობაც დადო. საქართველო გამოცხადდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანად, სადაც  უიმედო მდგომარეობაა ფულის თვალსაზრისით და რეკორდი აქვს დამყარებული ადამიანის უფლებების გამუდმებულ და ხშირ დარღვევებში. საზოგადოება განიცდის უმუშევრობას, უაღრეს სიღარიბეს და ძირითადი მომსახურების უქონლობას, როგორიცაა რეგულარული ელექრომომარაგება. იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქართველი მოსახლეობის ცხოვრება, მთავრობამ უნდა განახორციელოს გრძელვადიანი, ფუნდამენტალური რეფორმები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ჩამოაყალიბა სხვადასხვა გეგმა მნიშვნელოვანი რეფორმებისათვის, ის ასევე, როგორც ჩანს, მიმართავს ზეწოლის გზას სწრაფი შედეგების მისაღებად;  ანტიკორუფციულ კამპანიაში, ამ ხერხმა ისინი მიიყვანა უხეში მეთოდების გამოყენებამდე, რაც აღმოჩნდა ეფექტური და პოპულარული, მაგრამ ამავე დროს, რაც არღვევს ადამიანის უფლებების დაცვისადმი მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

სააკაშვილის მთავრობა მიჰყვა შევარდნაძისეულ მემკვირეობას ადამიანის უფლებების დარღვევებში. ბოლო ოთხ წელში რელიგიური შეუწყნარებლობა ფართოდ გავრცელდა და მთავრობა ქმნიდა დაუსჯელობის კლიმატს რელიგიურ უმცირესობებზე ასობით თავდასხმებთან დაკავშირებით. წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენაა და სისხლის სამართლის სისტემა ვერ იცავს მის მსხვერპლთ. მტკივნეული თემაა საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების რუსეთში რეპატრიაციის საკითხი, სადაც მათ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ჟურნალისტები პერიოდულად ძალადობრივი თავდასხმების საფრთხის ქვეშ დგებიან.

Human Rights Watch-მა საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის მაგალითების აღრიცხვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და საბჭოთა კავშირს გამოეყოფოდა. ამ მოკლე წერილში ჩვენ თავი მოვუყარეთ დიდი ხნის განმავლობაში არსებულ საკითხებს, დაძირითად პრობლემებს, რამაც გაამძაფრა მთავრობის ანტიკორუფციული გეგმა. ეს მოკლე წერილი ზემოთხსენებულ საკითხთა გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს, ევროკავშირს, ეუთოს და აშშ-ს მთავრობას. Human Rights Watch-ი მოითხოვს საერთაშორისო დონორი საზოგადოებისგან უზრუნველყონ, რომ დახმარების პროგრამა ასახავდეს რეფორმის რეალურ შეფასებას და გათვალისწინებული იყოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევათა აღრიცხვისას. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, სხვა ქვეყნების მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ყურადღებით აწარმოონ  მონიტორინგი მიმდინარე გარდამავალ პერიოდში და სწრაფად გამოხატონ შეშფოთება და შესთავაზონ რჩევა მთავრობას, რათა უზრუნველყონ ადამინის უფლებათა საერთშორისო სტანდარტების დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://hrw.org/english/docs/2004/02/24/georgi7650.htm#P41_44

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC