კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთმა საქართველოში გაუჩინარებული ორი ჩეჩენი დააკავა

26 თებერვალი, 2004

რუსეთმა საქართველოში გაუჩინარებული ორი ჩეჩენი დააკავა

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 19 თებერვალს  საქართველო-რუსეთის საზღვარზე ორი ჩეჩენი ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი დააკავეს.

ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი ის ორი ჩეჩენია, რომლებიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გაუჩინარდნენ, მას შემდეგ რაც თბილისის სასამართლომ მათ 6 თებერვალს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა.

რუსული მხარის განცხადებით, მულკოევი და ალხანოვი ჩეჩენი მებრძოლები არიან, რომლებიც ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩეჩნეთში.

საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩენ ლტოლვილთა ჯგუფმა 18 თებერვალს მულკოევისა და ალხანოვის გაუჩინარებობის გამო საპროტესტო აქცია გამართა.

გაუჩინარებული ჩეჩნების ნათესავები შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი ფარულად გადასცა რუსულ მხარეს. მათი საზღვარზე დაკავების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფარული ექსტრადიციის შესახებ ეჭვები კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამ ვარაუდებს უარყოფენ.

დაკავებული ორი ჩეჩენი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც ქართველმა მესაზღვრებმა 2002 წლის ზაფხულში დააკავეს. ხუთი მათგანი რუსეთში იქნა ექსტრადირებული.

ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რათა დაკავებული 13 ჩეჩენის საქმეები შეისწავლოს.

ბეკჰან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ ყოფილა საქართველოში. 2003 წლის 12 თებერვალს პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი ადამ თალალოვი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

ჩეჩენი ლტოლვილის ჰუსეინ იუსუფოვის ადგილსამყოფელიც ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება. იგი 2002 წელს გაუჩანრდა, მას შემდეგ რაც უშიშროების სამინისტროს საკნიდან გაათავისუფლეს. (სივილ-ჯორჯია)

ახალი ამბები