კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცსკო-ში არსებულ დისბალანსს აკრიტიკებს

26 თებერვალი, 2004

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცსკო-ში არსებულ დისბალანსს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშიმ განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში არსებული დისბალანსის გამო.

მათიას იორშის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმედოვნებდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეცვლიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცსკო) და უფრო დაბალი დონის კომისიების შემადგენლობებს კომისიებში პოლიტიკური ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით.

15-კაციან საარჩევნო კომისიებში 8 ადგილს ხელისუფლება აკონტროლებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა ევროპის რეკომენდაციები 7%-იანი ბარიერის 4-5%-მდე შემცირების თაობაზე.

ეს პირველი მნიშვნელოვანი კრიტიკაა საერთაშორიშო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 5-კაციანი დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს ჩამოვიდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები 28 მარტს დაგეგმილი არჩევნების მომზადების პროცესს შეაფასებენ.   (სივილ - ჯორჯია)

ახალი ამბები