კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლიანი სპეცოპერაცია ქუთაისში

5 მარტი, 2004
სისხლიანი სპეცოპერაცია ქუთაისში

ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხუთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგანაც სამი პოლიციელია, ერთი ბოროტმოქმედი და ერთი უბრალო მოქალაქე.

გუშინ ქუთაისში ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ ავტომანქანების გამტაცებელთა ორგანიზებული ჯგუფის აყვანის დროს პოლიციასა და ბოროტმოქმედებს შორის შეტაკება მოხდა. ბოროტმოქმედებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი პოლიციელი დაიჭრა, რომელთაგანაც ორი პოლიციის თანამშრომელი - რომან რობაქიძე და გიორგი ხატიაშვილი გუშინ ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მათგანი - დღეს. ლიკვიდირებულია ერთი ბოროტმოქმედი - გიგა ჭეიშვილი, რომელსაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის სამართალდამცავები სამი წელი უშედეგოდ ეძებდნენ. სავარაუდოდ დაჭრილია მეორე ბოროტმოქმედი - რუსთავის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებიდან გაქცეული მიხეილ ჩერქეზია, რომელმაც  მიმალვა მოახერხა.

ახალი ამბები