კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRIDC გახდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრ-კორესპონდენტი

10 მარტი, 2004

HRIDC გახდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრ-კორესპონდენტი

2004 წლის 6 მარტს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის გაწევრიანება აღნიშნულ ორგანიზაციაში, რომლის საკითხიც მმართველმა საბჭომ 2003 წლის ივნისში განიხილა. კონგრესი ჩატარდა 2004 წლის მარტში, კიტოში, ეკვადორში. HRIDC -ს აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდა აღნიშნულ კონგრესს, სადაც ორგანიზაცია არჩეულ იქნა საერთაშორისო ფედერაციის წევრ-კორესპონდენტად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ HRIDC და FIDH იქამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ და რომ იგი პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გაწევრიანდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციაში. კონგრესმა ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხი ადამიანის უფლებების შესახებ. 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო კონგრესი 2004 წლის 2 მარტს დაიწყო გახსნითი ცერემონიით, სადაც თავი მოიყარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ შირინ ბადი, ნობელის მშვიდობის ლაურეატი, სიდიკი კაბა, ფედერაციის პრეზიდენტი, რიკარდო ულკუანგო, ადგილობრივი პარლამენტის პრეზიდენტი, ალირიო ურიბე და სხვ.

2004 წლის 3 მარტს, დაახლოებით 400 აქტივისტი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან დაესწრო ფორუმის პლენარულ სესიას - „გლობალიზაციის დემოკრატიზაცია“, რათა განეხილათ ლოზუნგის - „სხვა მსოფლიოს არსებობა შესაძლებელია“ რეალობაში განხორციელება.

ფორუმი გაიხსნა ჟან-პიერ დუბუას, ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილის (საფრანგეთი) და ფრანცისკო სობერონის, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის (პერუ) მიერ გლობალიზაციის ახალი მოდელის ანალიზით, რომელიც მოიცავდა ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს, არასამთავრობოთა საერთაშორისო არენაზე გამოსვლის აუცილებლობას და საერთაშორისო სამოქალაქო სამართლის შეფასებას. კონგრესზე ძირითადად განიხილებოდა ოთხი თემა: „მშვიდობა და დემოკრატია“, „უსაფრთხოება და დემოკრატია“, „ჰუმანური განვითარება და დემოკრატია“, „კულტურული სხვადასხვაობა და დემოკრატია“.

ბრუნო კატალამ, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მდივანმა, რომელიც შეეხო საკითხს „მშვიდობა და დემოკრატია“, გამოყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო წესები და სტანდარტები დემოკრატიული გლობალიზაციისათვის.
გენერალმა რობლსიმ პერუდან, რომელიც წარმოადგენს ლათინურ ამერიკაში დაუსჯელობის წინააღმდეგ მებრძოლის სიმბოლოს, გაგვაცნო „დემოკრატიული უსაფრთხოების“ არსი. „ნამდვილი უსაფრთხოება დაფუძნებულია ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, რომელშიც შედის სოციალური და ეკომონიკური უფლებები“,- აცხადებს იგი. დანარჩენ საკითხებს შეეხნენ სხვადასხვა წარმომადგენლები.

საბოლოოდ, დრის ელ იაზამიმ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ხაზი გაუსვა იმ წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს კულტურული სხვადასხვაობისადმი გარდაუვალ პატივისცემასა და ადამიანის უფლებების საყოველთაობას შორის, რომელიც უგულებელყოფს ბრმა თანასწორობას და კულტურულ რელატივიზმს.

ახალი ამბები