კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამა ბასილი დაკავებულია, მისი მომხრეები - დარბეულნი

12 მარტი, 2004

მამა ბასილი დაკავებულია, მისი მომხრეები - დარბეულნი

დღეს გამთენიისას გულუას სახელობის სპეცნაზმმა განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც გლდანის ეკლესიაში დააკავა ბასილ მკალავიშვილი.

ბასილ მკალავიშვილი, რომელიც ბრალდებულია იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის განადგურებასა და მათი შეხვედრების დარბევაში, ამჟამად იმყოფება 5-ე საპყრობილეში ხოლო მისი რამოდენიმე მხარდამჭერი (დაახლოებით 10 კაცი), რომელთაც ბრალი ედებათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში მოთავსებულნი არიან წინასწარ დაკავების იზოლატორში.

ოპერაციის დროს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე შეკრებილ მკალავიშვილის მრევლს, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალები იყვნენ. სასტიკად იქნენ ნაცემნი 30 მდე ადამიანი.

აღნიშნულ დარღვევებზე კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის მხრიდან ძალადობას ამართლებს, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გმობს პოლიციის მიერ ხალხის მიმართ გამოყენებულ ძალადობას და მოუწოდებს მათ ადამიანის უფლებების პატივისცემისაკენ.

ახალი ამბები