კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების პერსპექტივა პატიმარი ქალებისათვის

17 მარტი, 2004

განათლების პერსპექტივა პატიმარი ქალებისათვის

ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რესურსებით, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ეძლევათ. უმაღლესი განათლების მიღება პატიმართა უფლებას წარმოადგენს, რაც პატიმრობის შესახებ კანონშია გათვალისწინებული.


თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორატისა და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქალთა კოლონიაში მიმდინარეობს საქველმოქმედო სასწავლო პროგრამა. ორი დღის წინ აღნიშნულ დაწესებულებაში უნივერსიტეტის პირველკურსელმა მსჯავრდებულებმა პირველი სემესტრის გამოცდები ჩააბარეს.

უნივერსიტეტის ბაზაზე სწავლის სურვილი 422-მა პატიმარმა გამოთქვა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თავად აერჩიათ სასურველი ფაკულტეტები. პატიმრებს შორის არიან ჟურნალისტიკის, უცხო ენების, ფსიქოლოგიისა და სხვა დარგების შესწავლის მსურველები, მაგრამ მათი უმეტესობა იურიდიული და ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტებს ირჩევენ. პირველკურსელ პატიმრებს ფაკულტეტების მიხედვით დაურიგდათ სპეციალური ლიტერატურა. იმ შემთხვევაში თუ პატიმრები სწავლის პერიოდში გათავისუფლდებიან სასჯელისაგან, მათ შეეძლებათ უფასოდ განაგრძონ სწავლა უნივერსიტეტში.

 

ახალი ამბები