კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფონდი „სამართლიანი არჩევნების“ მიმართვა

17 მარტი, 2004

ფონდი „სამართლიანი არჩევნების“ მიმართვა

15 მარტს, აჭარაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაარბიეს სტუდენტებისა და ლექტორების მშვიდობიანი აქცია, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, მოქალაქეებისათვის იარაღის დარიგების შეწყვეტისკენ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ფონდი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები და კოორდინატორები. მშვიდობიანი აქცია დაარბია სამოცი ადამიანისაგან შემდგარმა შეიარაღებულმა ფორმირებამ. დამრბევებმა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ეწინააღმდეგება ზნეობრივ, მორალურ და კანონით განსაზღვრულ ნორმებს, უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო დოკუმენტებს და საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც აღიარებს ყველა მოქალაქის უფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

ამავდროულად, ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ძალადობის მითითებულმა ფაქტებმა და დაძაბულმა სიტუაციამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს 28 მარტს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებზე, ფონდი „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი უერთდება „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას და უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებათა გახშირებული დარღვევების გამო.

ახალი ამბები