კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რასობრივი დისკრიმინაცია – დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე?!“

24 მარტი, 2004

 „რასობრივი დისკრიმინაცია – დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე?!“
სადისკუსიო შეხვედრა

21 მარტი რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, გუშინ, 22 მარტს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა მოაწყო მრგვალი მაგიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ეთნკური უმცირესობის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა მოახდინა რასიზმის დეფინიცია გაეროს კონვენციის მიხედვით და დასვა საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ეს პრობლემა საქართველოში. რასობრივი დისკრიმინაცია და შეუმწყნარებლობა განიხილება არა მარტო რასის ან ფერის მიხედვით, არამედ ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

მოყვანილი იქნა HRIDC -ის მიერ დოკუმენტირებული სხვადასხვა ფაქტები აფრიკული წარმოშობის ადამიანების წამებისა და დეპორტაციის მცდელობის შესახებ აზერბაიჯანის საზღვარზე, თბილისში, ბათუმში, ასევე მათი დისკრიმინაციის სხვა მრავალი მაგალითი. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის არსებობის გამო მრავალმა მათგანმა დატოვა საქართველოს ტერიტორია.

მიუხედავად იმისა, რომ მოყვანილი იყო რამოდენიმე ფაქტი, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ ქართული საზოგადოება ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

დისკუსია გაიმართა იმის შესახებ თუ რა პრობლემები არსებობს საზოგადოებაში; დგას თუ არა საქართველო ამ პრობლემის წინაშე, თუ იგი კოპირებულია ევროპიდან და ჩვენთან უბრალოდ განხილვის საგანი ხდება; დისკუსიისას მოყვანილი ფაქტები არის თუ არა რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითი თუ საქართველოში საერთოდ არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების ფონის ზოგადი შედეგია?

მონაწილეები მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ ამ საკითხის შესასწავლად საჭიროა საქართველოში ჩატარდეს სერიოზული მოკვლევა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;

შესაძლოა დაიწეროს ანგარიში, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმუშავებენ ერთობლივი ძალისხმევით.

ადამიანები, ვისი უფლებებიც საქართველოში ირღვევა, ხშირ შემთხვევებში სამართლებრივი დაცვის საშუალებებს არ მიმართავენ, რადგან აქვთ საფუძვლიანი შიში დეპორტაციისა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნის გამო.

აღსანიშნავია, რომ შავკანიანთა უფლებების დარღვევას ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან თავიანთ უფლებებში გაუთვითცნობიერებლობა წარმოადგენს ან ადგილობრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმიუწვდომლობაში შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობა.

ახალი ამბები