კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მატიას იორში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

2 აპრილი, 2004

მატიას იორში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

- ბატონო მატიას, თქვენი აზრით რითია გამოწვეული მსოფლიოს ასე დიდი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და რატომ არის 28 მარტის არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი?

- გასაკვირი არაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები მთელი მსოფლიოსთვის ძალზე საინტერესოა. ამას ორი ობიექტური მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში მომხდარმა რევოლუციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოში.

ნამდვილად აღსანიშნავია, როდესაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ახალგაზრდა და პროგრესულად მოაზროვნე ხელისუფლება მოდის სათავეში. 28 მარტის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ახალმა პარლამენტმა ახალ ხელისუფლებას მხარი უნდა დაუჭიროს, რომ გააგრძელონ მათი ერთობლივი საქმეები და მიზნები მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, აჭარაა. ყველას აინტერესებდა, ჩატარდებოდა თუ არა რეგიონში, რომელიც ნამდვილად არაა მიჩნეული დემოკრატიულად, 28 მარტის არჩევნები ობიექტურად. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ აჭარაში ჩატარებული არჩევნები შეიძლება ობიექტურად ჩაითვალოს, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ სიტუაცია უკეთესად განვითარდა ვიდრე ჩვენ მოველოდით. რა თქმა უნდა, აჭარამ ნაწილობრივად დაჩრდილა 28 მარტის არჩევნების პოზიტიური ტენდენცია. წინა არჩევნებთან შედარებით პროგრესი სახეზეა.

- ევროსაბჭომ არჩევნებამდე შესთავაზა საქართველოს 7%-იანი ბარიერის 4%-მდე შემცირება, მაგრამ ეს რჩევა არ იყო გათვალისწინებული. ამ მიზეზის გამო, 28 მარტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. შეიძლება თუ არა სახელმწიფოს, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს, დემოკრატიული ეწოდოს?

-  ჩემთვის გასაგებია, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს ერთპარტიული პარლამენტი კომუნისტურ ეპოქას ახსენებს, მაგრამ ეს შედარება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც  ამომრჩევლისთვის საკმაოდ თავისუფალი გარემო იყო შექმნილი. საერთოდ, არასდროსაა გამორიცხული და ხდება კიდევაც, რომ პოლიტიკური ლიდერი და მისი პარტია ძალზე დიდი პოპულარობითა და მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდეს. საქართველო ამის მაგალითია.

მართალი რომ გითხრათ, ერთპარტიული პარლამენტი ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ქართველი ამომრჩევლის სურვილის მიხედვით ჩამოყალიბდა თქვენს ქვეყანაში. პლურალისტული დემოკრატიისათვის პლურალისტული პარლამენტია საჭირო. ნამდვილად ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია 7%-იანი ბარიერის შემცირებაზე, მაგრამ დღეს გაგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების დაპირება იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნებისათვის 7%-იანი ბარიერი 4%-5%-მდე შემცირდება, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, ჰყავდეს პლურალისტული პარლამენტი.

საქართველო ნამდვილად პარადოქსული ქვეყანაა, რადგან სამართლიანი არჩევნები პარადოქსულ შედეგებს იძლევა.

- თქვენი აზრით, 28 მარტის არჩევნები ობიექტურად ჩატარდა?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის სურვილი დააფიქსირა, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ობიექტურად ჩატარდა.


- თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ არაერთი დარღვევა იყო დაფიქსირებული არჩევნების დროს. მიუხედავად ამისა, თქვე მაინც მიგაჩნიათ, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა?

- დარღვევები იყო, რაც მომავალში უნდა გამოირიცხოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმნიშვნელო დარღვევებმა არ შეცვალეს რეალური შედეგი.
                                                  ესაუბრა ნინო მარშანია

ახალი ამბები