კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამოუკიდებელი ტელევიზია წყვეტს მაუწყებლობას

3 აპრილი, 2004

დამოუკიდებელი ტელევიზია წყვეტს მაუწყებლობას

პირველ აპრილს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სამეთავალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ ეს საპირველაპრილო ხუმრობა არ აღმოჩნდა, როგორც ეს თავიდან ეგონათ როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ასევე ტელემაყურებლებს.

ჯერ-ჯერობით ამ გადაწყვეტილების მიზეზები გასაიდუმლოებულია. ნაკლებად სავარაუდოა ფინანსური მოტივი, რადგან კომპანიის მეპატრონეა ცნობილი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეკომპანიაში ჯერ კიდევ არ დამთავრებულა რემონტი და ტელეკომპანიის ტექნიკური ბაზა და სამუშაო პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამა წლის თებერვალში ტელეკომპანიამ ტენდერშიც გაიმარჯვა და მას უნდა დაეწყო მაუწყებლობა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში დაიხურა სამი პოპულარული სატელევიზიო თოქ-შოუ. ასევე ხელისუფლებამ მძლავრად შეუტია კიდევ ერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერიას“.

ახალი ამბები