კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

15 აპრილი, 2004

აჭარაში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის გადამღებ ჯგუფს აჭარაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გუშინ ჩოლოქთან რუსთავი 2 -ის ჟურნალისტებს - მაკა ფანქველაშვილსა და მის ოპერატორს სასტიკად სცემეს და კამერაც დაუმტვირეს. მოგვიანებით კი ქობულეთში რუსთავი 2 -ის მეორე გადამღები ჯგუფი - ნესტან ცეცხლაძე და მისი ოპერატორი გალახეს.

ისინი ქობულეთში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგს იღებდნენ, რომლებიც ითხოვდნენ ქობულეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას. ასლან აბაშიძის მომხრეები მიტინგის დარბევისას დემონსტრანტებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. 

დაშავებულია რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ზოგს მიღებული აქვს მძიმე დაზიანება.

ახალი ამბები