ცსკ-ს თავმჯდომარე აჭარაში არ შეუშვეს
გუშინ აჭარაში არ შეუშვეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ბათუმში იმიტომ მიდიოდა, რომ რეგიონი განმეორებითი არჩევნებისათვის მოემზადებინა. შეგახსენებთ, რომ ცსკ-მ 18 აპრილს ქობულეთსა და ხულოს ოლქებში განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ჭიაბერაშვილს ჩოლოქთან ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა, რომელთაც ცსკ-ის თავნჯდომარე ავტონომიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მათი აზრით, რაიონმა არჩევანი უკვე გააკეთა და ცსკ-ის გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე უკანონოა.