კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება საქართველოში

19 აპრილი, 2004

სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება საქართველოში

ამა წლის 16 აპრილს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ სახალხო დამცველის ოფისში მოაწყო პროექტის - „სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება საქართველოში“ პრეზენტაცია, როლემელსაც ახორციელებს ამა წლის თებერვლიდან საბერძნეთის პარტნიორ ორგანიზაციასთან -  „მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ცენტრთან“ ერთად. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და მას-მედიის წარმომადგენლები. გამომსვლელთა შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი, საბერძნეთის პარტნიორი ორგანიზაცია „მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ცენტრის“ დირექტორი კონსტანტინა ვარდარამატუ და კოორდინატორი მარია ზანი, საბერძნეთის ელჩი საქართველოში - კონსტანტინა მავროსკელიდუ.

ამა წლის თებერვლიდან „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „მშვიდობის კვლევისა და მოქმედების ცენტრთან“ ერთად ახორციელებს პროექტს - „სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე  შეირჩა 14 ქალი, რომელთა ნაწილი არის მარტოხელა დედა, ზოგი დევნილი, ტრეფიკინგის მსხვერპლნი და სხვადასხვა კატეგორიის ქალები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების დაუცველ ფენას.

სწავლება ხუთთვიანია და მოიცავს ინტენსიურ კურსს ინგლისურსა და კომპიუტერში. შერჩეული კანდიდატები დაყოფილია ორ ჯგუფად - შვიდი ქალი თითოეულ ჯგუფში. პროექტის ფარგლებში ისინი გადიან ტრენინგებს სხვასდასხვა თემებზე, როგორიცაა, ქალთა უფლებები, ტრეფიკინგი, სიტუაცია შრომის ბაზარზე საქართველოში და სხვ. აღნიშნული ტრენინგების მიზანია, რომ მონაწილეები გათვითცნობიერდნენ თავიანთ უფლებებში და გაიზარდოს მათი ცოდნის დონე, რათა გაადვილდეს მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარდა ტრენინგებისა, მათ უტარდებათ იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები. აღსანიშნავია ის, რომ პროექტის ფარგლებში კურსებს გაივლის სულ 28 ქალი.

კონკურსი შემდეგი კურსებისთვის, სავარაუდოდ, ივლისში გამოცხადდება.

პრეზენტაციაზე უჩა ნანუაშვილმა ასევე ისაუბრა პროექტის დანიშნულებასა და მიზნებზე, რომელიც შეეხება ქალთა გაძლიერებას, მათი როლის გააქტიურებასა და საზოგადოებისგან გარიყული ქალების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორი კონსტანტინა ვალდარამატო და პროექტის კოორდინატორი მარია ზანი.

კონსტანტინა ვალდარამატომ მოკლედ ისაუბრა მისი ორგანიზაციის შესახებ და იმ პროექტებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ  გარდა აღნიშნული პროექტისა, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის და განვითარების თანამშრომლობის გენერალური სამდივნოს მიერ (საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო). იგი ასევე შეეხო იმ საკითხებს, რაც მიაჩნიათ პრიორიტეტულ თემად, როგორიცაა ტრეფიკინგი, სამოქალაქო ჯანმრთელობა და სხვა და აპირებენ ამ მხრივ გარკვეული პროექტების განხორციელებას და დამსწრე საზოგადოებას - არასამთავრობო სექტორის, საელჩოებისა თუ მას-მედიის წარმომადგენლებს ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისაკენ მოუწოდა.

მარია ზანიმ მიმოიხილა მათი ორგანიზაციის საქმიანობის ფილოსოფიური მხარე და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მის აქტუალობასა და სარგებლობაზე.

ახალი ამბები