კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ფოთში დააკავეს

30 აპრილი, 2004

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ფოთში დააკავეს

ფოთში, 27 აპრილს, საღამოს 15 საათსა და 30 წუთზე დააკავეს ირინა გოგოსაშვილი, რომელიც, მუშაობდა პირველ არხზე სტუდია “აუდიენციაში“ შვიდი წლის განმავლობაში, შემდეგ - კომპანია პრემიერში და აჭარის ტელევიზიაში, რომელთანაც სულ რაღაც 4 დღეა რაც ხელშეკრულება გააფორმა. 

მისი დაკავების მიზეზი აღმოჩნდა ვადაგასული საბუთი, კერძოდ კი სტუდია „აუდიენციის“ ხუთი-ექვსი წლის წინ გაცემული საბუთი. თუმცა, პარლამენტარი გიგა ბოკერიას თქმით, მას ყალბი საბუთები ჰქონდა და არა ვადაგასული, რადგან სტუდია აუდიენციას მსგავსი საბუთი მისთვის არ მიუცია.

თავდაპირველად ირინა გოგისაშვილი მიიყვანეს უშიშროების კომიტეტში, გაუჩხრიკეს ჩანთა და აღმოუჩინეს ზემოთაღნიშნული საბუთი. 

ირინა გოგისაშვილის აზრით მის დაკავებას საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რადგან მას აბრალებენ, რომ იგი ჯაშუშური გზით მოიპოვებს მასალას და შემდეგ ამ მასალას გადასცემს აჭარის ტელევიზიას.

29 აპრილს ირინა გოგოსაშვილი თბილისის უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც იგი საღამოს რვა საათზე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები