კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში 7000 წამების მსხვერპლი ოჯახი ცხოვრობს

3 მაისი, 2004

თბილისში 7000 წამების მსხვერპლი ოჯახი ცხოვრობს

დღეს თბილისში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის „ადამიანის უფლებები: აქცენტი წამებაზე“ შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. როგორც ცენტრის დირექტორმა ნინო მახაშვილმა განაცხადა კვლევა მიეძღვნა  წამების ფაქტების სიხშირის შეფასებას საზოგადოების მხრიდან და ასახავს თბილისში არსებულ მდგომარეობას.

კვლევა შესრულებულია ანკორ კონსალტინგის მიერ პროექტის „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია და წამების პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი ახორციელებს 2002 წლის თებერვლიდან ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი შრომა შესრულებულია 2003 წლის ოქტომბერში „ვარდების რევოლუციამდე“.

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის ოჯახთა 2 % (ყოველი 50-დან ერთში) არის ოჯახის წევრი, რომელსაც გამოუცდია წამება. ეს ნიშნავს, რომ თბილისში დაახლოებით 7000 წამების მსხვერპლი პიროვნება (ოჯახი) ცხოვრობს.

თბილისის 12 მოქალაქიდან 1 - უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე - იყო პოლიციის მიერ მორალურად დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. ყოველი 40-დან 1 კი - ფიზიკურად იყო შეურაცხყოფილი. გამოკითხულთა დაახლოებით 11 %-სთვის ეს ცნებები (წამება და პოლიცია) თითქმის სინონიმურია. რესპონდენთთა 90 % თანხმდება იმაზე, რომ დაკავებულებზე და პატიმრებზე  ძალადობა, როგორც ფიზიკური ისე მორალური, საქართველოში ხშირია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხულთა 84 % თვლის, რომ პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობა დაკავშირებულია წამებასთან, უკანასკნელი მართლაც შეიძლება განვიხილოთ როგორც თბილისის მოსახლეობის ცნობიერებაში მუდმივად მოტივტივე პრობლემა.

გამოკვლევა შეგიძლიათ იხილოთ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ვებ-საიტზე.

ახალი ამბები