კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში საპროტესტო აქციებს ძალადობით ახშობენ

5 მაისი, 2004

აჭარაში საპროტესტო აქციებს ძალადობით ახშობენ

4 მაისს დილის 10 საათზე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.

აქციის მონაწილენი აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ბრძანებით სასტიკად იქნენ დარბეულნი. აქცია აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის დაქვემდებარებაში მყოფმა სპეცრაზმმა ხელკეტებითა და წყლის ჭავლით დაშალა. შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, რომლთაც ბათუმის საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულთა შორის არიან ქალები და არასრულწლოვნებიც კი. რაც შეეხება თემურ ჭანტურიშვილს, რომელიც რეამინაციაში მოათავსეს, ექიმები მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ზოგი მათგანი კი უსაფრთხოების მიზნით ერიდება საავადმყოფოში მისვლას.

სტუდენტებისა და პედაგოგების დარბევის შემდეგ, შეიარაღებულმა სპეცრაზმმა იერიში „ჩვენი აჭარის“ " და "კმარას" ოფისზე მიიტანეს, რომელიც დარბიეს და განადგურებულ იქნა ინვენტარი და აპარატურა.

მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, ხალხი პოზიციას არ თმობს და საღამოს 8 საათისთვის კვლავ გაიმართა მიტინგი ბათუმის ცენტრში, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით ღამის სამ საათზე მიტინგის შორიახლოს სროლა ატყდა, ისროდნენ ჰაერში. მომიტინგეებს სროლის ხმა 15 წუთის განმავლობაში ესმოდათ.

სროლა აჭარის მხრიდან დღეს ჩოლოქთანაც გაიმართა დაახლოებით პირველის ნახევარზე, სადაც შეკრებილი იყო თბილისიდან ბათუმში აქციის მხარდასაჭერად ჩამოსული გაერთიანებული ოპოზიცია და სამთავრობო წარმომადგენლები. 
ამ დროისათვის ჩაკეტილია ბათუმში შესასვლელი ყველა ბლოკ-პოსტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ აჭარის ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა ქედადან ოპოზიციის მიტინგის მხარდასაჭერად ბათუმში მომავალ მიკრო ავტობუსებს. დაჭრილია რამოდენიმე ადამიანი.

ახალი ამბები