კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სცემეს

7 მაისი, 2004

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სცემეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ რუსთავის ფილიალის ხელმძღვანელს ლევან სახვაძეს რუსთავში სცემეს. სახვაძის თქმით, შემთხვევა 4 მაისს მოხდა. თავდასხმის შედეგად მან მიიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება, მათ შორის სისხლჩაქცევები აღენიშნება სახეზეც. აღსანიშნავია, რომ მისთვის თავდამსხმელებს ფული და მობილური ტელეფონი არ წაურთმევიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით სახვაძემ რუსთავის პოლიციას მიმართა, სადაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. დაზარალებულს ჩაუტარდა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა.

ახალი ამბები