გენერალი დუმბაძე დააკავეს
25–ე ბრიგადის ყოფილი მეთაური გენერალი რომან დუმბაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. იგი ამჟამად უშიშროების სამინისტროს იზოლატორში იმყოფება. რომან დუმბაძეს ბრალად ედება რამდენიმე დანაშაული, მათ შორის სამშობლოს ღალატი, რომელიც თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.