კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წართმეული ტელეკომპანია უბრუნდება კანონიერ მფლობელებს

13 მაისი, 2004

წართმეული ტელეკომპანია უბრუნდება კანონიერ მფლობელებს 

10 მაისს, საქართველოს ინტერნიუსის იურიდიული მხარდაჭერით, ბათუმში მოქმედი "ტელეარხი 25" დაუბრუნდა კანონიერ მფლობელებს. ტელეკომპანიის მაკონტროლებელი პირი, 51%-ის მფლობელმა, მიხეილ გაგოშიძემ დააბრუნა 2000 წელს ძალდატანებით მითვისებული ტელეკომპანია.

10 მაისს, საქართველოს ინტერნიუსის იურიდიული მხარდაჭერით, ბათუმში მოქმედი "ტელეარხი 25" დაუბრუნდა კანონიერ მფლობელებს. ტელეკომპანიის 51%-ის მფლობელმა, მიხეილ გაგოშიძემ დააბრუნა 2000 წელს ძალდატანებით მითვისებული ტელეკომპანია. ამისათვის გაფორმდა სანოტარო ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ, ყველა იურიდიული პროცედურის სრული დაცვით.

სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ სათანადო ცვლილებები შეიტანა სამეწარმეო რეესტრში. ამის შედეგად ტელეკომპანია "ტელეარხი 25" დაუბრუნდა გიორგი სურმანიძეს, რომელიც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დანიშნულია ტელეკომპანიის დირექტორად.

საქართველოს ინტერნიუსის მხრიდან საქმეთა იურდიული მხარეების მოგვრებას გიორგი სულაკაძე აწარმოებდა. ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის შესახებ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, მაგრამ ბათუმის სასამართლო ვერ ახორციელებდა სამართლიან საქმეთა მართვას შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ამჟამად ტელეკომპანია დაუბრუნდა კანონიერ მფლობელებს. ტელეარხი სავარაუდოდ მაუწყებლობის ფორმატს უახლოეს დროში შეცვლის.

ტელეკომპანია "ტელეარხი 25"-ის უკანასკნელი 4 წლის ისტორია ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ნათელი ფაქტი.

ბათუმში, 2000 წლის 19 თებერვალს, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ტელეარხი 25"-ის ოთხი მფლობელიდან სამს (მეოთხე ბათუმში არ იმყოფებოდა) - გიორგი სურმანიძეს, ემზარ ჩხარტიშვილსა და მალხაზ ვერძაძეს, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე "ჩუქების შესახებ". ჯამში ტელეკომპანიის საწესდებო კაპიტალის 51 %, მიხეილ გაგოშიძის საკუთრება გახდა.

ინტერნიუსი

ახალი ამბები