კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილების წერილი გაეროს კომისარს

17 მაისი, 2004

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს
ბ–ნ რუდ ლუბერს,

პანკისის ხეობის ჩეჩენ ლტოლვილთა სათათბიროსგან
(საქართველო)

მიმართვა

ბ–ნო უმაღლესო კომისარო!

გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ.

1999 წლის დეკემბრიდან სოციალური პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების უქონლობა, რაც გამოწვეულია საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელთაც ატარებენ საოკუპაციო ჯარები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, თავშესაფრის ძებნაში 7000 ადამიანმა მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგნელობას, მაგრამ შეხვდნენ ჩვენს მიმართ გულგრილობას, ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ გაეროს უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობისაგან.

ლტოლვილთა უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების იგნორირებით, აგრეთვე ყველა არაჩეჩენი ეროვნების მაცხოვრებლებს მესამე ქვეყანაში თავშესაფრის შეთავაზებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ დაიკავა კორუფციისა და ჩეჩენთა უკან საქართველოდან ჩეჩნეთში გაძევების პოლიტიკა. იძლევიან ჰუმანიტარული დახმარების უმნიშვნელო ულუფას, რომ არ მოვკვდეთ. ყველაფერი კეთდება წინასწარი განზრახვით, იმ მიზნით, რომ პურის ნაჭერზე ფიქრმა გადაფაროს ყველა სხვა გრძნობა, როგორიცაა: სამშობლო, ღირსება და თავისუფლება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ ამ გზით 7000 ლტოლვილი დაიყვანა 800 კაციან კონტიგენტამდე. საქართველოდან ჩეჩნეთში დაბრუნებულები იღუპებიან, უკვალოდ ქრებიან, მათ ათავსებენ ფილტრაციულ ბანაკებში, აინვალიდებენ, ძალავენ ფულს ან მათ დანაწევრებულ სხეულებს პოულობენ რუსულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ერთად.

ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით საბუთები, რომლებიც ამტკიცებენ გენოციდის წინასწარგანზრახულ პოლიტიკას, ე.ი. დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელსაც სჩადის თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა. ჩეჩენ ლტოლვილთა სათათბირო გთხოვთ შექმნათ სპეციალური კომისია პანკისის ხეობაში (საქართველო) მყოფი ჩეჩენ ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებით, ჩეჩენ ლტოლვილთა სათათბიროს თანამონაწილეობით.


ჩეჩენ ლტოლვილთა სათათბიროს წევრები:

1. მაუსარ გაშაევი
2. ა. გ. ისმაილოვი
3. ხ. თუთაკოვი
4. ა. თესაევი
5. ს. მუსაევი
6. ხ. ჰაიდაროვა


სოფელი დუისი (პანკისის ხეობა), საქართველო
10 მაისი, 2004 წელი.

ახალი ამბები