წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ესტუმრა
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონახულების შემდეგ წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (CPT) თბილისის მე–5 და ბათუმის მე–3 საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებლად შეაფასა.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლის ინგრიდ ლუკ ელინგსენის განცხადებით, №5 საპყრობილეში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პატიმართა განთავსების საკითხი და სასწრაფოდ უნდა გატარდეს ღონისძიებები საპყრობილის განტვირთვისათვის. რაც შეეხება ბათუმის №3 საპყრობილეს, იქ წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა სხვა რეჟიმის პირობებში მიუსაჯა.