კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ამნისტია აქვეყნებს ანგარიშს

20 მაისი, 2004

საერთაშორისო  ამნისტია აქვეყნებს ანგარიშს     

საერთაშორისო ამნისტიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიმოხილულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები 2003 წლის ივლისიდან დეკემბრამდე.

საქართველოს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა საპროცედურო  დარღვევები, ძალადობა დამკვირვებლებზე, არასწორი საარჩევნო სიები, რამაც გამოიწვია მასობრივი დემონსტრაციები ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყოველივე ეს გადაიზარდა ვარდების რევოლუციაში. შევარდნაძე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

წერილში აღნიშნულია, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები უჩივიან ძალადობას ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მხრიდან. პოლიცია უარს ამბობს მათ დაცვაზე.

საერთაშორისო ამნისტიამ  შეიტყო  იეჰოვას  მოწმეებზე  განხორციელებული  სამი  თავდასხმის  შესახებ:

13  ოქტომბერს 40 ადამიანი შეიჭრა იეჰოვას მოწმეების ბინაში ქალაქ სენაკში,  დასავლეთ საქართველოში. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ  მერაბ  ქარდავას, ლერი ოთხოზორიას, ზოია აშორდიას. წაიღეს რელიგიური ლიტერატურა. მათ  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

26 ოქტომბერს, რამოდენიმე ადამიანმა მღვდელ ნიკოლაი კალუტსკის გადაუკეტა  კონგრეგაციის სახლის შესასვლელი გლდანი-ნაძალადევის გარეუბანში, თბილისში, რათა ხელი შეეშალათ საეკლესიო  წირვისთვის. მღვდლის მეუღლეს პოლიციამ უარი  უთხრა დახმარებაზე, ანალოგიურად მოიქცა ქალაქის პროკურატურა და მხოლოდ ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების სატელეფონო ზარების  შემდეგ მივიდა პოლიცია შემთხვევის ადგილზე. 20-მა ადამიანმა სცემა მღვდლის შვილს - 17 წლის მაქსიმ კალუტსკის, ასევე სუზანა გვენეტაძეს გულმკერდის არეში. პოლიცია საქმეში ჩაერია მხოლოდ ნიკოლაი კალუტსკის მოწოდების შემდეგ. კონგრეგაციამ  დარტყმების მთელი სერია იწვნია 2002 წლის ივლისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალი მრევლის მხრიდან, რომელთაც აქეზებდა სულ ცოტა სამი ორთოდოქსი მღვდელი. მოძალადე პირები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ იეჰოვას მოწმეებს ქალაქ სამტრედიაში  7, 23, 28  დეკემბერს. მიუხედავად ამისა, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. 

4  ნოემბერს, ქალაქ რუსთავის სასამართლომ გააუქმა პაატა ბლუაშვილის და სხვა  ოთხი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რადიკალის ორი და ოთხი წლის  პატიმრობის განაჩენი. ისინი დააკავეს იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო.

გაეროს სპეციალურმა მიმომხილველმა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ აბდელფათა ამორმა, თავის 16 დეკემბრის მოხსენებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო ზომები რელიგიური შეუმწყნარებლობის გამოსაძიებლად და სასამართლოსთვის გადაეცა პასუხისმგებელი პირები. მან აგრეთვე მოუწოდა მთავრობას, რომ სასკოლო წიგნებიდან ამოეღო ის თავები, რომლებიც შეიცავენ რელიგიური შეუწყნარებლობისკენ მოწოდებას ან, თუ შესაძლებელია, საერთოდ აკრძალონ ეს წიგნები.

2001  წლის 22 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა   საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების ორი გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ.

საერთაშორისო ამნისტია ეხება აგრეთვე ჩეჩენი პატიმრების საკითხსაც. 2003 წლის 16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარყო სამი პირის ჰისეინ ალხანოვის, რუსლან გელოგაევის, რუსტამ ელხაჯიევის რუსეთში ექსტრადირება, რომელთაც სტავროპოლის სასამართლო ბრალს სდებს ტერორიზმში.

5  სექტემბერს საქართველო გახდა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, რომის სტატუტის წევრი. მანამდე კი 7 მაისს საქართველოს პარლამენტი გახდა მეორე პარლამენტი მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა დაუსჯელობის ორმხრივი ხელშეკრულებისა რატიფიცირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

საერთაშორისო ამნისტია ასევე გამოთქვამს შეშფოთებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისადმი, სადაც 2 ნოემბრის არჩევნებზე 21 წლის  ‘’ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებელი გიორგი მშვენიერაძე ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს და მიუსაჯეს სამი თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 7 დეკემბერს.

ანგარიშის სრული ვარიანტი  შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.humanrights.ge/eng/news131.shtml

ახალი ამბები