კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალდამოვების მოწამვლის ფაქტზე საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა

3 ივნისი, 2004

ალდამოვების მოწამვლის ფაქტზე საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა

2004 წლის 29 მაისს საქართველოში ჩეჩნურ-ქისტური დიასპორის ლიდერი ხიზრი ალდამოვი, მისი ვაჟი ზელიმხან ალდამოვი და მათი ნათესავი რუსლან ალდამოვი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მათ ექიმებმა მწვავე მოწამვლა დაუდგინეს. ალდამოვების მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით არ არის აღძრული.

ალდამოვების ნათესავები მომხდარს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მოწამვლა გამოიწვია ფოსფორის შემცველმა ნივთიერებამ, რომელიც მათი აზრით, ავტომანქანაში მაშინ მოაბნიეს, როდესაც ავტომანქანა სახლის ეზოში ნახევარი საათის განმავლობაში უმეთვალყურეოდ იდგა. ყველაზე მძიმედ მოწამლულია რუსლან ალდამოვი, რომელიც საჭესთან იჯდა. ხიზრი ალდამოვისა და მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გაუმჯობესებულია.


 

ახალი ამბები