კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცვლილებები პირველ არხზე

7 ივნისი, 2004

ცვლილებები პირველ არხზე

საქართველოს ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ ტელევიზიიდან გათავისუფლებულ 500 თანამშრომელს 4 ივნისს საინფორმაციო პროგრამის „მოამბე“–ს ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე მიაყოლა. ქორიძის განცხადებით, კორპორაციის ფინანსურმა მენეჯერმა მას განუცხადა, რომ ბრალი თანხების გადაჭარბებულ და არამიზნობრივ ხარჯვაში ედება.

ზვიად ქორიძე ტელერადიოკორპორაციაში 3 თვის წინ მივიდა, მისი პროექტის თანახმად პირველი სექტემბრიდან „მოამბე“ ახალი ფორმატით უნდა გასულიყო ეთერში. ქორიძე მიიჩნევს, რომ შენგელიას არ სურს პირველი არხის საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაკეთება.

პირველი არხის თანამშრომლები ქორიძის დაბრუნებას ან დათხოვნის რეალური მიზეზების დაზუსტებას ითხოვენ და მზად არიან პროტესტის ნებისმიერ ფორმას მიმართონ.

ახალი ამბები