კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე

8 ივნისი, 2004

რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო საბჭო ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ რელიგიურ ექსტრემიზმზე და გააპროტესტეს პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარ მამა გიორგი ჩაჩავას წინააღმდეგ მიმართული ძალადობის მცდელობა.


ამა წლის 4 ივნისს წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარ მამა გიორგი ჩაჩავას თავს დაესხნენ. ინციდენტის ინიციატორიც იყო მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი მსახური, წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარი - მამა დავით ქვლივიძე.

სამოქალაქო საბჭოს წევრებმა მიმართვის წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს, სადაც რელიგიურ ექსტრემიზმთან მიმართებაში რევოლუციის შემდეგ საქართველოში მიღწეული პოზიტიური ცვლილებების მითითების შემდეგ, მათ დაგმეს მომხდარი და აღნიშნეს, რომ „საქართველოში ისევ გამოჩნდნენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო წარმოაჩინონ ისეთ ველურ და გაუნათლებელ ქვეყანად, სადაც მხოლოდ ფუნდამენტალიზმსა და ფაშიზმს შეუძლია დამკვიდრება.“ მიმართვაში ხაზგასმითაა მითითებული რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე და სამოქალაქო საბჭოს წევრები სახელმწიფოს მეთაურისგან მოითხოვენ აღნიშნული კრიმინალური ქმედებების სამართლებრივ შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ახალი ამბები