19:50, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა - პატიმრის ნაბიჯი თავისუფლებისაკენ

14.06.2004


ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა - პატიმრის ნაბიჯი თავისუფლებისაკენ

შეურაცხადი პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის სამსახურში

დღეს, კავშირში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დამკვიდრებულ ყოვლად შემაძრწუნებელ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ფსიქიატრიული ექსპერტიზის „წყალობით“ ციხის მიღმა რჩებიან.

პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ამ პრაქტიკას საფუძველს უქმნის როგორც კანონმდებლობა, ასევე ღრმად დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომი.

ადვოკატ თამარ გაბისონიას განცხადებით, ზემოაღნიშნული პრაქტიკის კლასიკური მაგალითია კრიმინალური პოლიციის უფროსის პეტრე რუხაძის შეურაცხადად აღიარება. პეტრე რუხაძე ღამის საათებში იმყოფებოდა რა შემოვლაზე ოპერატიული ჯგუფის წევრებთან ერთად, შენიშნა უცხო ავტომანქანა და სრულიად უსაფუძვლოდ მასში მსხდომი პირები საშიშ დამნაშავეებად მიიჩნია.

მან უხეშად დაარღვია კანონი „პოლიციის შესახებ“ და სამსახურეობრივი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ქონებული სანადირო თოფით თავის არეში ესროლა მძღოლის გვერდით მჯდომ პიროვნებას, ხოლო მძღოლს, რომელიც შეეცადა ამ სიტუაციას გარიდებოდა, იმავე სანადირო თოფიდან გაუხსნა ცეცხლი. ამ გასროლას შეეწირა როგორც ავტომანქანის მძღოლი მანუჩარ მაჩაიძე, ასევე ოპერატიული ჯგუფის წევრი ავთანდილ ლაშაური.

სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში პეტრე რუხაძე იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში. „ალოგიკური და აბსურდულია ექსპერტის დასკვნაში მითითებული საფუძველი, რომ პეტრე რუხაძე იარაღის დანახვისას ჩავარდა აფექტის მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მას როგორც ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პოლიციის მუშაკს ყოველდღიური შეხება ჰქონდა იარაღთან და პერიოდულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას“, - განაცხადა ადვოკატმა მაკა გიოშვილმა. ექსპერტის დასკვნა სრულ წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მასალებთან და არ ასახავს რეალურ ფაქტებს.

ადვოკატი ლია მუხაშავრია სავალალოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 13 ექსპერტის წინააღმდეგ და ფაქტიურად ყველა დასკვნა ეჭვსქვეშ დგება, თუმცა რამდენად მოხერხდება მათი უკანონობის დადგენა ეს მეორე საკითხია. ამიტომაც უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას და დასკვნათა გადასინჯვას.

ინფორმაცია მოგვაწოდა კავშირმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC