კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქინფორმის 17 თანამშრომელი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს

30 ივნისი, 2004

საქინფორმის 17 თანამშრომელი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს

მთაწმინდა–კრწანისის რაიონულ სასამართლოში საქინფორმის 17-მა ყოფილმა თანამშრომელმა შეიტანა სარჩელი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი სამუშაოდან არ არიან გათავისუფლებულნი რაიმე კონკრეტული აქტის საფუძველზე, მათთვის მხოლოდ ზეპირი განმარტებებით გახდა ცნობილი, რომ არსებობს ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს მათ გათავისუფლებას, თუმცა ამ ბრძანების ეგზემპლარი მათთვის არავის გადაუცია, შესაბამისად მათთვის დოკუმენტურად უცნობია  სამსახურიდან გათავისუფლების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი. ამით მათი შრომითი უფლებები დაირღვა.

თანამშრომლებმა თავიანთი ადვოკატის რჩევით დაწერეს განცხადება და გამოითხოვეს ხსენებული ბრძანება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გადმოუციათ. მათი გათავისუფლება ასევე დაუშვებელი იყო იმის გამო, რომ პირველ მაისს, როდესაც კონტრაქტს ვადა გაუვიდა, მუშაობა გაგრძელდა ჩვეულებრივ, კანონში კი პირდაპირ არის მითითებული,  რომ თუ კონტრაქტის ვადის გასვლას მხარეები დუმილით ხვდებიან, კონტრაქტი გრძელდება განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ ვადის გასვლის მოტივით მათი გათავისუფლება დაუშვებელია.

ახალი ამბები