კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

1 ივლისი, 2004

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ბესარიონ ზოიძის თავმჯდომარეობით გამოიტანა გადაწყვეტილება ქ. რუსთავის ყოფილი მოსამართლის ქეთევან ბახტაძისა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ყოფილი მოსამართლე ქეთევან ბახტაძე დისციპლინარული საბჭოს მიერ 2003 წლის აპრილში გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან. მისი გათავისუფლება იყო უკანონო, მაგრამ კანონის სადაო ნორმებიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება საბჭოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სასამართლოში და მოეხდინა საკუთარი თავის სამართლებრივი რეაბილიტაცია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ბახტაძის მოთხოვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებაში. 46-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს, რომელიც დისციპლინარული სასჯელის სახით გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან მომავალში აღარ ეძლევა ამ თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა. მართალია სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის თხოვნა, მაგრამ რეკომენდაციის სახით პარლამენტს მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი უნდა დაიხვეწოს ისევე როგორც კანონი დისციპლინარული დევნის შესახებ. განსაკუთრებით კი მკვეთრად უნდა განისაზღვროს დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის მოთხოვნები „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 58-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 81-ე მუხლის 1 ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის ინფორმაცია

ახალი ამბები