კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დემოკრატიის“ დამყარების ძველი მეთოდები ახალი შემართებით

2 ივლისი, 2004

„დემოკრატიის“ დამყარების ძველი მეთოდები ახალი შემართებით

 

თემურ მღებრიშვილის „ხელოვნებას“ არც ახალი ხელისუფლება უგულებელყოფს და მის „წარმატებებს“ ნაყოფიერად იყენებს ადამიანის უფლებების დარღვევის გზით ბოლშევიკური დემოკრატიის დასამყარებლად. კოოპერატიული ბინათმშენებლობისა და მიწისძვრით დაზარალებულ მოქალაქეთა შიმშილობის აქცია, რომელიც მერიის წინ სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, გუშინ 1 ივლისს შსს-ს სპეცრაზმმა რამოდენიმე წუთში ძალის გამოყენებით დარბია. აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო თუნდაც ნახევარი იმ თანხისა - 4 მილიონი ლარი, რაც რეალურად საჭიროა კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად. ეს თანხა შემცირდა 375 ათას ლარამდე და საბოლოოდ ისიც სეკვესტრში მოჰყვა. მომიტინგეები სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რადგან ქალაქის მერისგან ვერანაირი საიმედო პასუხი ვერ მიიღეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გია ბოსტოღანაშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და საბოლოოდ საავადმყოფოშიც მოხვდა მშვიდობიანი მოთხოვნის გამო. სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა არც ქალები დაინდეს და ხალხს ხელკეტებით გაუსწორდნენ.

 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გმობს აღნიშნულ მოვლენას და აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა-დარბევის ფაქტები, რაც მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა უხეშ ხელყოფასა და მათ სრულ უგულებელყოფაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებანი, რომელიც მრავლადაა დაფიქსირებული პოსტრევოლუციურ საქართველოში, იწვევს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტერორის დამყარებას და შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას, რაც საბოლოო ჯამში ავტორიტარული რეჟიმის რეანიმაციამდე მიგვიყვანს.

 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოითხოვს როგორც აქციის უშუალო დამრბევის თემურ მღებრიშვილის, ასევე ბრძანების გამცემი პირის დასჯას.

ახალი ამბები