კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დილის გაზეთი“ დაიხურა

5 ივლისი, 2004

„დილის გაზეთი“ დაიხურა

ამა წლის 2 ივლისს „დილის გაზეთის“ ბოლო ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორის მანანა კარტოზიას განმარტებით, გაზეთი მხოლოდ დროებით წყვეტს მუშაობას და ის არ გაკოტრებულა. მისივე თქმით, გაზეთის დახურვის მიზეზი არის ის, რომ იგი არამომგებიანი გახდა, გაზეთის ძირითადმა ხელმომწერებმა უარი თქვეს მის გამოწერაზე. „საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც „დილის გაზეთის“ ხელმომწერად და მკითხველად გვეგულებოდნენ, მათ შორის უპირველეს ყოვლისა პარლამენტი, 2 წელია იგროვებენ ვალებს და ახლა იმას მაინც მიხვდნენ, რომ უარი თქვან ხელმოწერაზე“.

კარტოზიას განცხადებით გაზეთის ძირითადი აუდიტორია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კერძოდ კი ბიზნესმენები, ბანკირები და სახელმწიფო მოხელეები გაზეთის ინტერნეტ ვერსიის გამოყენებაზე გადავიდნენ; შედეგად დაეცა გაზეთის მსყიდველუნარიანობა და ბუნებრივია შემცირდა მისი ტირაჟიც.

მანანა კარტოზია აცხადებს, „გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ყოველდღიურობის გაუსაძლის ჭაპანს უმიზნოდ ვეწევით! არ გვინდა შოუ-ბიზნესში მუშაობა, ჩვენ ჟურნალისტების გუნდი ვართ“.

ახალი ამბები