კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძიება უარყოფს განათლების მინისტრ კახა ლომაიას მიერ ელიზბარაშვილის ცემის ფაქტს

16 ივლისი, 2004

გამოძიება უარყოფს განათლების მინისტრ კახა ლომაიას მიერ ელიზბარაშვილის ცემის ფაქტს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის მეცნიერ-თანამშრომელი ელიზბარ ელიზბარაშვილი განათლების მინისტრ კახა ლომაიას სასამართლოში უჩივის 3 ივნისს ლომაიას კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო. ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 3 ივნისს მინისტრის კაბინეტში შესულმა, ლომაიას დაუსვა კითხვა, თუ რატომ ატარებდა განათლების სისტემაში ანტიქართულ პოლიტიკას, რის შემდეგაც ლომაიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი  ლომაიას კაბინეტიდან ნაცემი გამოვიდა, მას კიბეებზე შეხვდნენ დაცვის წევრები და დახმარება მხოლოდ იმაში აღმოუჩინეს, რომ  მას ჩხუბის დროს გატეხილი სათვალე დაუბრუნეს. დაზარალებულის თქმით, მან კაბინეტში ღილიც დაკარგა. ელიზბარაშვილის ადვოკატმა გამოძიების პროცესში დააყენა შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ჩატარებულიყო შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა და მოძიებულიყო სათვალის ნამსხვრევი და ღილი, რათა შემდგომ მათი იდენტიფიკაცია მომხდარიყო. აღნიშნული შუამდგომლობა გამოძიებამ არ გაითვალისწინა. უფრო მეტიც, კახა ლომაიამ და გიგი თევზაძემ დაკითხვაზე განაცხადეს, რომ ელიზბარაშვილი შენობაში ნასვამ მდგომარეობაში, ნაცემი შევიდა, მისი გაყვანა კი მინისტის კაბინეტიდან მხოლოდ დაცვის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დამნაშავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

ელიზბარაშვილი კი გაჩერებას არ აპირებს, მან გაასაჩივრა დადგენილება და სარჩელი შეიტანა არა მარტო მინისტრის, არამედ გიგი თევზაძის მიმართაც, რადგან მან ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და მორალური ზიანი მიაყენა დაზარალებულს. თუ სასამართლომ ხსენებული დადგენილება არ გააუქმა, ელიზბარ ელიზბარაშვილი სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში აპირებს.  

ახალი ამბები