კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკომანები პროკურატურაში

27 ივლისი, 2004

 ნარკომანები პროკურატურაში

 

თბილისი.26.07.04. მედია–ნიუსი. თბილისის რაიონების პროკურატურებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო ექვსი თანამშრომელი დაითხოვეს. გენერალური პროკურორის სახელზე გაკეთებულ წარდგინებას მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თბილისის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი.

 

როგორც გრიგალაშვილი აცხადებს, ოთხ მათგანს შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. ორმა შემოწმებას თავი აარიდა, თუმცა არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ისინი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები არიან და შემოწმებას სწორედ ამიტომ აარიდეს თავი.

პროკურორის თანამშრომლებს შემოწმება 22–24 ივლისს ჩაუტარდათ. გრიგალაშვილს ექსპერტების დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება, რადგან ისინი მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული.

 

თბილისის პროკურორმა სამსახურიდან დათხოვნილი პროკურორის თანამშრომლების გვარების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა და ამის მიზეზად მათი ოჯახის წევრების თხოვნა დაასახელა.

„ჩვენ მათ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. თავისთავად უბედურებაა, როცა პროკურორის ოპერატიული თანამშრომელი ნარკოტიკების მომხმარებელია, თუმცა ოჯახის წევრების თხოვნა ადასტურებს, რომ ეს ფაქტი საქართველოში ჯერ კიდევ სირცხვილად ითვლება“– აღნიშნა გრიგალაშვილმა.

 

მისივე თქმით, კანონი ამ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს. მომავალში კი, თუ აღნიშნულ პირებს შემოწმება კიდევ ჩაუტარდებათ და ექსპერტიზა იგივე დასკვნა გააკეთებს, მაშინ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული.

ახალი ამბები