კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი ხელისუფლება შევარდნაძის პოლიტიკას აგრძელებს“

28 ივლისი, 2004

„ახალი ხელისუფლება შევარდნაძის პოლიტიკას აგრძელებს“

თბილისი.27.07.04.მედია-ნიუსი. ეკონიმიკის სამინისტროსთან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეების საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. მომიტინგეები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძის უპირობო გადადგომას, რადგან, მათივე თქმით, ბენდუქიძის პოლიტიკა ქვეყნის გაყიდვისკენაა მიმართული. ეკონომიკის მინისტრს ისინი მოღალატეს უწოდებენ და რუსეთში დაბრუნებას ურჩევენ.

აქციას უძღვება პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება იგივე დანაშაულებრივ პოლიტიკას აგრძელებს, რასაც შევარდნაძე ატარებდა.

კახა ბენდუქიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა.

ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია 28 ივლისსაც იგეგმება.

ახალი ამბები