კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს მისია ქართულ–აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კიდევ ექვსი თვე დარჩება

28 ივლისი, 2004

გაეროს მისია ქართულ–აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კიდევ ექვსი თვე დარჩება

ნიუ იორკი.27.07.04.მედია-ნიუსი. გაეროს უშიშროების საბჭო მზად არის, აფხაზეთში მყოფ გაეროს დამკვირვებლებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა 2004 წლის 31 იანვრამდე გაუგრძელოს.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობენ, რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, რაც გაეროს სამშვიდობო მისიის გახანგრძლივების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას არ შეიძლება სტაბილური ეწოდოს. რეგიონში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა; ადამიანებს იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და კლავენ. ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი კი კვლავ გადაუწყვეტელია“,– განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მანვე აფხაზურ მხარეს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

აფხაზეთში სამშვიდობო მისიის გაგრძელებაზე კენჭისყრა გაეროში 29 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გაეროს სამხედრო დამკვირვებლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ყოფნის ექვსთვიანი ვადა 31 ივლისს იწურება.

გაეროს მისიაში შედის 23 ქვეყნის 117 სამხედრო დამკვირვებელი და სამოქალაქო პოლიციის ჯგუფი.

ახალი ამბები