კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგთა გაყინული ხელფასების დავალიანებამ 21 მლნ. ლარს მიაღწია

28 ივლისი, 2004

პედაგოგთა  გაყინული ხელფასების დავალიანებამ 21 მლნ. ლარს მიაღწია

თბილისი 27.07.04. მედია-ნიუსი. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სკოლამდელი აღზრდის კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლო დაწესებულებების პედაგოგ-აღმზრდელთა კუთვნილი, ე.წ. გაყინული ხელფასების დავალიანება (1998 – 2003 წწ) 21 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 17 მლნ. ლარი, სკოლების პედაგოგებზე მოდის.

ჯერჯერობით უცნობია, გაყინული ხელფასების რა ნაწილი დაიფარება წლევანდელი 220 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან.

გაუცემელი ხელფასების სტატისტიკა ასეთია: ახალქალაქის რაიონში გაუცემელია 16 თვის ხელფასი, ოზურგეთსა და ჩოხატაურში - 12 თვის, ახალციხეში - 13 თვის, ქარელში - 14 თვის, აბაშაში - 11 თვის, ნინოწმინდასა და ზუგდიდში - 8-8 თვის, ყვარელში - 7 თვის.

ახალი ამბები