კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება

30 ივლისი, 2004

პროფკავშირები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება

თბილისი. 28.07.04. მედია-ნიუსი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მასობრივი საკადრო ცვლილებების შედეგად დაზარალებულთა და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებებს მასობრივი საპროტესტო აქციებით დაიცავს. მანამდე კი თითოეულ პარლამენტარს საპროტესტო წერილით მიმართავს, სადაც გმობს შრომის კანონთა კოდექსში 24 ივნისს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.

საქმე ის არის, რომ შრომის კანონთა კოდექსის ძველი ვარიანტით, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკისათვის პერსონალურად უნდა შეეტყობინებინათ ორი თვით ადრე, თუმცა კოდექსის ახალი ვერსიის თანახმად, ეს ვადა ერთ თვემდე შემცირდა.

გარდა ამისა, ძველი კოდექსის თანახმად, გათავისუფლებიდან ერთი თვის განმავლობაში მუშაკს საშუალო ხელფასის ოდენობით თანხა კომპენსაციის სახით ეძლეოდა, ხოლო ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდებოდა საშუალო ხელფასი „გასასვლელი დახმარების“ გათვალისწინებით.

„24 ივნისს  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, ერთთვიანი და ორთვიანი დახმარებები გაუქმებულია. პროფკავშირების გაერთიანება პროტესტს უცხადებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდებს, მხოლოდ საკუთარი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ნუ იზრუნებენ“, - განაცხადა გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი ტუღუშმა, რომელიც უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გათავისუფლებულთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკას მედიას წარუდგენს.

ახალი ამბები