კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „აჭარის“ თანამშრომლები ქუჩაში გავიდნენ

6 აგვისტო, 2004

ტელეკომპანია „აჭარის“ თანამშრომლები ქუჩაში გავიდნენ

 

ბათუმი. 06.08.04. მედია-ნიუსი. ტელეკომპანია „აჭარის“ თანამშრომლებმა ეთერში გასვლის მოთხოვნით, ტელევიზიის შენობის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლებას არ სურს პრობლემის მოგვარება, ხოლო მაუწყებლობის გაჩერება მის დასამარებას ნიშნავს.

 

საპროტესტო აქციის პარალელურად, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იგი აქციებსა და გამოსვლებს მხარს არ უჭერს. ტელევიზიის დირექტორის მერაბ კარანაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს კომპანია „გლობალ კას“-თან, რომელიც აჭარის ტელევიზიას მიუღებელი რაოდენობის თანხის გადახდას თხოვს.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტარმა კობა დავითაშილმა აჭარის ტელევიზიის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას სამი დღის ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში დავითაშვილი საპროტესტო აქციებით იმუქრება.

 

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა 2 აგვისტოს შეწყვიტა. ამის მიზეზი ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია „გლობალ კას“ მიმართ არსებული 220 ათასი ევროს ოდენობის დავალიანებაა.

ახალი ამბები