კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა ნათელაშვილი კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს

9 აგვისტო, 2004

შალვა ნათელაშვილი კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებს

თბილისი.09.08.04. მედია-ნიუსი. ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 24 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვლმა მალულად ხელი მოაწერა შრომის კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ყველა საბიუჯეტო უწყების მუშაკს დააწერინებენ განცხადებას და სამუშაოს დაატოვინებენ.

ლეიბორისტთა ლიდერის თქმით, საერთაშორისო ნორმებით, მუშაკს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ორი თვით ადრე უნდა ეცნობოს და დამატებითი ხელფასი მიიღოს. სააკაშვილი კი ამ პროექტის დაკანონებას დღემდე მალავს.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაწერონ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები და ერთად ებრძოლონ უკანონობას.

მისივე ინფორმაციით კანონი ძალაში 1 იანვრიდან ამოქმედდება.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯომარის მოადგილე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ შრომის კანონში ცვლილებების შესახებ მანაც ახლახანს შეიტყო.

კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა 24 ივნისს მოაწერა ხელი, არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. კერძოდ, დარღვევაა მუშაკის გათავისუფლების შესახებ ორი თვის მაგივრად ერთი თვით ადრე გაფრთხილება და ამასთან, არ არსებობს კომპენსაციის ანაზღაურების სოციალური გარანტიები. 

ახალი ამბები