კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცვლება

9 აგვისტო, 2004

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცვლება

თბილისი.08.08.04.მედია-ნიუსი. იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი თავი - საპროცესო იძულების ღონისძიებები - იურისტებს სადისკუსიოდ  თავად სამინისტრომ შესთავაზა.

კოდექსი, რომელიც უზენაეს სასამართლოში სამი წლის წინათ შექმნილმა კომისიამ შეიმუშავა, ახალმა ხელისუფლებამ დაიწუნა და ახლის მომზადება დაიწყო.

ახალი პროექტის თანახმად, პირის წინასასამართლო პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე 100 დღეში უნდა დასრულდეს. სასამართლო პატიმრობა კი 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს (დღეისათვის წინასასამართლო პატიმრობის ვადაა 9 თვე, ხოლო სასამართლოში ორ წელზე მეტია), ბრალდებულს და მის ადვოკატს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაასაჩივრონ პატიმრობის სანქცია, თუ ამის საფუძველი აქვთ.

პროექტში ბევრი სხვა სიახლეა პირის დაკავებასთან ან თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაზეც იურისტთა შორის დისკუსია გაიმართება.

იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალი პროექტის საზოგადოების სამსჯავროზე დეტალურად განსახილველად გავა, ვინაიდან პარლამენტში უკვე შეჯერებული ვარიანტი უნდა წარდგეს.

ახალი ამბები